კახა კალაძე

კალაძე: რასაც ვაკეთებთ, ყველა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა, განსხვავებულს ვერ მოვიფიქრებთ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი მოწესრიგებული და გამართული, როგორც ევროპულ განვითარებულ ქალაქებში. ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ყველა განვითარებულმა ევროპულმა ქალაქმა უკვე გაიარა, განახორციელა ეს პროექტები და ჩვენც რაღაც განსხვავებულს ვერ მოვიფიქრებთ, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ყველაზე მეტად თბილისს.  

ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ის დაპირებები, რაც იყო ჩვენ მიერ გაცემული, ყველა იყოს შესრულებული.

მე მესმის, როდესაც ჩვენ რეფორმებს ვახორციელებთ, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს სიახლე, უცხო, შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება. 

ის ადამიანები, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება, ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები და რეფორმები არის მხოლოდ ქართული ოცნების მიღწევა, კახა კალაძის მიღწევა. არა, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ამ ქვეყნის შვილები ვართ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 40 ახალი, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი წარადგინა.

კომენტარები