წულუკიანი: ომბუდსმენის წარმომადგენელს დახეული ჯინსი ეცვა, ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში

ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს. 4 საათი რჩება ე.წ მონიტორინგის რეჟიმში. 

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. მოდით, ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია.

როდესაც თქვენ მე მსაყვედურობთ იმას, რომ შენს თანამშრომელს გეგუთში ფორმა არ ეცვა და პატიმრისგან ვერ განასხვავეო, მე ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ისრით რომ არი იყოს მონიშნული, თუ ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის კაპიშონის, არ ვაძლევთ პატიმრებს. ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამც თუ ციხეში

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე ვიდეო წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, 2019 წელს პატიმრის საკანშია გადაღებული, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგს ახორციელებს. მანამდე, ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ციხეებს ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები