მე მინდა, ჩვენს ძვირფას დეპუტატებს, რომელთა წინაშეც ვარ, პირველ რიგში, ანგარიშვალდებული, ვუთხრა – სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება, მე ასე მჯერა, გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში, გაგრძელდება, თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის დაწყებული, ბატონი სუბარის თაოსნობით და შემდეგ უკვე მე ვცდილობ ეს გავაგრძელო. რა თქმა უნდა იმ მშენებლობებს, რომლებსაც ჩვენ წელს ჩავუშვებთ, მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, ვინც იქნება მომდევნო იუსტიციის მინისტრი და რა თქმა უნდა ეს იქნება ქართული ოცნებიდან, მე ასე მჯერა, ის შეძლებს ამ ყველაფერს დააშენოს უკეთესი რამ.
ომბუდსმენის ანგარიში
წულუკიანი: სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნის
tbl.ge/4doh
დაკოპირდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშს უსმენენ.
ამავე თემაზე
- ჩაჩიბაია ლომჯარიას ანგარიშის წარდგენისას: პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა
- ომბუდსმენი: ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს ჰორმონალური მედიკამენტის მიწოდებაზე უარი უთხრეს
- ომბუდსმენი: პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა
- ომბუდსმენი: ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისადმი არასათანადო მოპყრობა შეინიშნება
- ომბუდსმენი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვები სექსუალური ძალადობის, ტრეფიკინგისგან დაუცველი არიან