ივანიშვილს მოუწია პროპორციული არჩევნების პირობის დადება, პროტესტის შედეგად, მთელი საზოგადოებისთვის, ვინც პროტესტი გამოთქვა და ამ საზოგადოების მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური პარტიები. და განსაკუთრებული დამსახურება აქვს იმ ხალხს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად გამოთქვამდა პროტესტს გავრილოვის ღამეს და შემდგომში. ნებისმიერი პარტიისგან ჯერ არ შესრულებულ დაპირებაზე დამსახურების მიწერა არის არაკორექტული და არაზუსტი, რბილად რომ ვთქვათ.
ამავე დროს შეცდომაა ამ არაკორექტული გამონათქვამის გამო წინაპირობების დაყენება ოპოზიციური პარტიის კოორდინაციისთვის, ამიტომ მივხედოთ ჯერ მთავარ საქმეს.