თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ხაბეიშვილი მასზე თავდასხმაზე: პოლიტიკური განცხადების გამო დამესივნენ ქოცი სვავები

მათი სტილი ხომ არის ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა, ერთ ადამიანს, ფაქტობრივად, რამდენიმე ქოცი სვავი დამესია, მაგრამ მე მინდა, ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, უკაცრავად, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა, ძალიან ცდება. 

ვინმეს თუ ჰგონია, რომ მომერია ჯანით... ისიც უნდა ითქვას, რომ რატომ შემდგნენ წიხლებით, იცით? როგორ გავბედე და დავიცავი და ვთქვი, რომ დამლაგებლებს რომ 8 ლარი აქვთ ანაზღაურება დღეში და მონებად ამუშავებენ, ეს ერთერთი ტელევიზიის ეთერში როგორ მოვყევი. პოლიტიკური განცხადების გამო [დამესხნენ თავს]

თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატები კომისიის სხდომის დროს თავს დაესხნენ და სცემეს.

კომენტარები