კონგრესმენების წერილი

ხუნდაძე კონგრესმენების წერილებზე: ეს კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრებაა და არა აშშ-ის

წერილის შინაარსი, უდიდესი ნაწილი, აცდენილია ფაქტობრივ რეალობას, თუმცა უშუალო კომუნიკაციის შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და მე მჯერა, რომ მისი შინაარსი იგივე კონგრესმენების მიერ იქნება შეცვლილი, მაგრამ რაც შეეხება პირად ინტერესებს, მე მგონი ეს არ წაადგება პარტნიორულ ურთიერთობას და ეს არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენთვის უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოს აშშ-ს შორის. მაგრამ ეს არის ერთი ჯგუფი კონგრესმენების მოსაზრება და არა აშშ-ის.

ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების წერილებზე. საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკული წერილი გუშინ აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

კომენტარები