თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ვოლსკი ხაბეიშვილის ცემაზე: თავადაც შეიტანა წვლილი, თუმცა, ეს მუშტი-კრივს არ ამართლებს

არ უნდა იყოს დაშვებული ფიზიკური ანგარიშსწორება. ლევან ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში​უზრდელობაც და არაკორექტულობაც ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივსა და ფიზიკურ დაპირისპირებას. ამას გამართლება არანაირად არ აქვს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შექმნილ სიტუაციაში მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში ზღვარგადასული სიტყვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც განვითარებული დემოკრატიებისთვის ყოვლად მიუღებელი გზა ჰქვია

პირველი არხის ცნობით, თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემაზე. ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატები თავს 24 იანვარს, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დაესხნენ.

კომენტარები