თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტებს: ხაბეიშვილს ჰკითხეთ, უზრდელურად რატომ მოიქეციო?

ეს რამ გამოიწვია, იმაზე უფრო გაამახვილეთ ყურადღება. არის ცუდი ფაქტი რა თქმა უნდა ჩხუბი, მაგრამ რამაც გამოიწვია, იმაზე თქვენ... რომელიმე ჟურნალისტი მიხვედით და უთხარით, უზრდელურად რომ მოიცა, რატომ მოიქეციო? ეს კითხვები დაგისვამთ? არ დაგისვამთ არც ერთს. თმენის ვალდებულება მესმის, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ყველა ადამიანს აქვს ადამიანურად მოქცევის ვალდებულება. თქვენ დაგისვამთ ის კითხვა, რომ ადამიანურად მოიცა იქ? მოიქცა კოლეგების მიმართ ადამიანურად?

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, ავთანდილ ცინცაძე, რომელიც ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოიკითხა, ჟურნალისტებთან საქმის შესახებ საუბრობს. შსს მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებს.

კომენტარები