თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

დავითულიანი ხაბეიშვილზე: ეს სამსახურში შეტაკებაა, ოხანაშვილს კი კრიმინალურად დაესხნენ თავს

ოხანაშვილს თავს დაესხნენ კაფეში. სიტყვიერი შეურაცხყოფა, კი, მაგრამ თავდასხმაა ესეც, როდესაც სიტყვიერად ესხმიან თავს. დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად კრიმინალურად, ქუჩაში და ა.შ. ეს იყო მომხდარი შეტაკება სამსახურში, ორ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეს შორის.

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, ბექა დავითულიანი მთავარ არხთან ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჭიანურდება გამოძიება ხაბეიშვილის შემთხვევაში, მაშინ, როცა ოხანაშვილზე მუქარისთვის ბრალდებული მალევე დააკავეს.

კომენტარები