ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომელსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის. ან შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს - როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად - შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას.
რობერტ ჰამილტონი