გიგი უგულავას საქმე

ევროპარლამენტარი: უგულავას დაკავება ძირს უთხრის პოლიტიკურ ნდობას

შემაშფოთებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. ვიმედოვნებ, ამ პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება, ხოლო არჩევნები სრულიად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით ჩაივლის და ყველა პარტიის მიერ იქნება აღიარებული. გიგი უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის პოლიტიკურ ნდობას, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მომხდარი, რა თქმა უნდა, გაართულებს წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობისა და ზოგადად, არჩევნების პროცესთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისზე ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი გასცეს ოპოზიციის შეთავაზებას.

ესტონელი ევროპარლამენტარი, სვენ მიკსერი ფორმულასთან საუბარში. მიკსერი იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრი ქართული ოცნებაცაა.

კომენტარები