ევროკავშირი - საქართველო

ევროპარლამენტარი: ივანიშვილს ქვეყანა არ აღელვებს, უნდა დაფიქრდეთ, არჩევნებში ვის მისცეთ ხმა

საქართველოში კრიტიკული ვითარებაა, ძალიან პოლარიზებული, რაც მეტწილად გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. გადაწყვეტილებას მთავრობა და პარლამენტი კი არა, სწორედ ის იღებს, თან ისეთს, რომელიც მას აწყობს და არა ქვეყანას. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის.

მეორე, მთავარი რამ, გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, საუბარი არ არის მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ საქმეზე, არის სხვა ბევრი საქმეც, რომლებიც არა არის გამჭვირვალე. ნათელი არ არის, რატომ უსჯიან ხალხს პატიმრობას.

მესამე საკითხი - როგორ გადავჭრათ საარჩევნო სისტემა? იყო დაპირება და საჭიროა შეთანხმებას არჩევნებამდე მიაღწიონ. ვფიქრობ, ხალხი საქართველოში იმსახურებს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. მთავრობაზეა დამოკიდებული წარმოადგინოს კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მისაღები იქნება.

ფაქტიურად, ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა. ხალხი უნდა დაფიქრდეს, შემდეგ არჩევნებში ვის მისცეს ხმა. საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ბევრი შესაძლებლობა აქვს, არსებობს არაჩვეულებრივი შეთანხმება ასოცირების ხელშეკრულების სახით, მაგრამ ვაჭრობას რაც შეეხება, მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, ქართული მხარისგან ინიციატივები არ არის. ვხედავთ საპირისპიროს, უფრო მეტი ევროპული ტვირთი შედის საქართველოში ნაცვლად იმისა, რომ ქართული შემოვიდეს ევროპაში.

12 თებერვალს გერმანელმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონკრამონ ტაუბადელმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მთავარის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები