დასავლეთის კრიტიკა

ვაშაძე "ოცნებაზე": მათ სიტყვას ფასი არ აქვს, არავინ ენდობა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ

კობახიძის მიერ გაკეთებული და მსგავსი თავხედური განცხადებების გამოა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. არავინ აღარ ენდობათ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.ძალიან სამარცხვინოა, როცა ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, საერთაშორისო მედიის კრიტიკას. ეს ნიშნავს, რომ მათ არც კი აქვთ წარმოდგენილი რეალურად რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში, ამიტომ პასუხს მიიღებენ არჩევნებზე. 

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ - "დასავლელი პარტნიორების ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება არის, რომ კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ."

კომენტარები