ირაკლი შოთაძის დაბრუნება

მდინარაძე შოთაძეზე: საქართველოს ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი, ეს გარანტირებულია

ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელმაც თავის დროზე, თავისი მოქმედებებით დაამტკიცა, როცა მის მიმართ კითხვები გაჩნდა, მაშინვე დატოვა თანამდებობა. ეს იყო კიდევ ერთი მოტივაცია ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ დღეს მისთვის მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში პროკურატურას ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი, ეს არის გარანტირებული და რითიც არ უნდა გადავფაროთ, როგორი კითხვის ფორმულირებით, როგორი პოზიციის გახმოვანებით, ეს არის არის, ეს არის ფაქტი რომელიც შედგა.

ურმავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი შოთაძის გონერალურ პროკურორად ხელმეორედ დანიშვნაზე. 82 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, შოთაძე 6 წლით აირჩიეს.

კომენტარები