სსრკ-ის ჰიმნი პარლამენტში

კანდელაკი: კარგია, რომ "ოცნება" სწორედ საბჭოთა თემატიკაზე ავარდა და თავი ასე გაიბანძა

სინამდვილეში ძალიანაც კარგია, რომ სწორედ საბჭოთა თემატიკაზე ავარდნენ ასე და საკუთარი თავი გაიბანძეს. ქართული პოლიტიკის მთავარი წყალგამყოფი სწორედ საბჭოთა კავშირის მიმართ დამოკიდებულებაა. დაე, გაიხსნას დისკუსია საბჭოთა კავშირზე, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან ქართული ოცნება, თავისი არსით, დიდწილად სწორედ საბჭოთა ნომენკლატურული რევანშია ვარდების რევოლუციის იდეის წინააღმდეგ

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი Facebook-ზე. ფაქტს, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლისას სიმბოლურად სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს, მმართველი გუნდის წევრებმა "მოღალატეობრივი" უწოდეს. ქართული ოცნების აქტივისტებმა კი ევროპული საქართველოს ოფისთან "ეკა ხოფერიას" და "ჟურნალისტ ელენე ხოშტარიას" გადადგომა მოითხოვეს.

კომენტარები