ვანო მერაბიშვილის საქმე

სააკაშვილი: მე ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით

მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით.

ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება.დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, რომ როგორც ვანომ თქვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ინტერვიუს დროს, სააკაშვილმა თქვა, რომ მერაბიშვილის ადგილზე, "დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი ცოტას მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს". მისივე თქმით, "რომ არა ვანოს შეცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუძნელდებოდა".

კომენტარები