მერაბიშვილის გათავისუფლება

სესიაშვილი: ბოკერიას ვურჩევ, აუხსნას მერაბიშვილს, რომ ამ ქვეყანაში დამხობა აღარ შეიძლება

[ვანო] მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. თავისთავად ცხადია ახლა, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა, როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება. მე ვურჩევ ბატონ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, რომ აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საუბრობს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის, 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."

კომენტარები