ვანო მერაბიშვილი

ღარიბაშვილი მერაბიშვილზე: თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო

ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში ისინი მართავდნენ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმით, ღიმილის მომგვრელია. 

ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო.

თქვა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილის შესახებ. ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."

კომენტარები