არჩევნები 2020

მერაბიშვილი: არჩევნების გარდა, ხელისუფლების ცვლილების სხვა გზა არ არსებობს

კარგი იქნება თუ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მშვიდობიანად შეეგუება ხელისუფლება არჩევნების წაგებას და მშვიდობიანად გადააბარებს ხელუსუფლებას... [არჩევნების გარდა, ხელისუფლების ცვლილების] სხვა გზა არ არსებობს...

... აღარ არის საქართველო 2003 წელი. ჩვენი ამოცანაა, რომ [ხელისუფლებამ არჩევნები] ვერ გააყალბოს ან ნაკლები გააყალბოს, ვერ მოისყიდოს ან ნაკლები მოისყიდოს. თუ დავაკვირდებით დინამიკას წლების განმავლობაში, ფაქტია, რომ ეს ინსტრუმენტები უფრო და უფრო ნაკლებად მუშაობს

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ღამის მთავარში. კითხვაზე, "ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნებს განიხილავთ?" მერაბიშვილმა უპასუხა, რომ სხვა გზა არ არსებობს.

კომენტარები