მთავრობა

მაჭავარიანი: რეგლამენტი სხვა რაღაცისთვის გამოიყენება, მემგონი ფუნდამენტში არის გადასახედი

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა და ასე შემდეგ. გაიხსენონ, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. გინდათ ეს მოწვევის პარლამენტი აიღეთ, გინდათ წინა მოწვევების პარლამენტი და ნახეთ ოდესმე ამდენჯერ თუ იყო მისული რომელიმე მინისტრი, საქართველოს ისტორიაში. გადახედეთ და ნახავთ, რომ ყველაზე მეტჯერ ვარ მისული. როდესაც, სამი დღის წინ იგივე საკითხებზე გაშლილად და დეტალურად ვსაუბრობ ერთ კითხავასაც არ გისვამენ, დარბაზში არც ჩერდებიან რომ მოგისმინონ, ე.ი. ეს რეგლამენტი სულ სხვა რაღაცისთვის გამოიყენება, ამიტომ მემგონი ფუნდამენტში არის გადასახედი. თუ რეგლამენტი იმიტო გვინდა, რომ ანგარიშვალდებულება იყოს პარლამენტთან ეს არაერთხელ დავამტკიცე არამარტო მისვლის სტატისტიკით, არამედ შინაარსობრივად ამას სრულად აკმაყოფილებს. ფაქტია, რომ ანგარიშვალდებულებისთვის არ არის, ეს არ არის რაღაცების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ. 

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელსაც დღეს დილით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ელოდნენ და არ მივიდა საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა.

კომენტარები