ზახაროვა: ქართველი "ჟურნალისტები" თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას

ქართველი ჟურნალისტები [ეს უკვე ხუმრობაა] თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული უბრალოდ შეუძლებელი იყო, ყვიროდნენ, ჯიკაობდნენ და ასე ცდილობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. სვლის გასაგრძელებლად, ყველანაირი ღირსებადაკარგული ქალების გაჩოჩება გახდა საჭირო. და იცით მათ რა აინტერესებდათ? - შეუძლებელია ამის დაჯერება! მათ ერთადერთი კითხვა ჰქონდათ - ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბნელებაა - ასეთი დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლის შესაძლო ჩამოსვლაზე. საცოდავი სანახაობაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ქართველი ჟურნალისტები ცდილობდნენ კითხვა დაესვათ სერგეი ლავროვისთვის, რა დროსაც რუსეთის საგარეო მინისტრმა მათ ავადმყოფები უწოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები