არჩევნები 2020

უგულავა: ნიძლავს დავდებ, არჩევნები, დაახლოებით, 2012-ის შედეგით დასრულდება, ოღონდ - პირიქით

მე შემიძლია, ნიძლავიც დავდო, დაახლოებით... გუშინ რაღაც კვლევებს ვუყურებდი, დაახლოებით, 2012 წლის შედეგით დასრულდება, ოღონდ პირიქით - ივანიშვილი წააგებს და მოუწევს ხელისუფლების დატოვება და ქვეყანა განვითარების გზაზე გავა. 

ხელისუფლების რესურსი თავის ყველაფრით, თავისი რეალური მომხრეებითა და თავისი ადმინისტრაციული რესურსით, არის სადღაც 35-37%, მაქსიმუმ, 40%-ის ფარგლებში და ერთიანი ოპოზიციის - სადღაც 55%-ის ფარგლებში. დაახლოებით, იგივე პროპორციით დაჯდება. იმავე შეცდომებს უშვებს ივანიშვილი და, შესაბამისად, იმავენაირად წააგებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ იდეა მაინც ჰქონდა ქვეყანას, რომელმაც სამწუხაროდ ფიასკო განიცადა, მაგრამ იდეა არასდროს კვდება. 

მაშინ ივანიშვილის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებულები ოპოზიციური ძალები, დღეს კი იდეას ჰყავს გაერთიანებული

ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, ტვ პირველს სატელეფონო ინტერვიუ მისცა.

კომენტარები