საარჩევნო შეთანხმება

ვიოლა ფონ კრამონი: ვულოცავ ქართველ ხალხს მნიშვნელოვან საარჩევნო შეთანხმებას

ვულოცავ ქართველ ხალხს საარჩევნო მოლაპარაკებებში მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებას. საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ პოლიტიკური სიმწიფე აჩვენეს და ქვეყანა ჭეშმარიტ დემოკრატიას ერთი დიდი ნაბიჯით დაუახლოვეს

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის არჩევნები მანდატების 120/30-ზე პროპორციით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამასთან, ამუშავდება ე.წ 40%-იანი ჩამკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელიც არჩევნებში 40%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას.

კომენტარები