გახარია: ჯერ იმ ეტაპამდე არ მივსულვართ, რომ ელესიაში აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ

მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებების არგამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიცია გაგვაჩნია. ამ ტრადიციების აღსრულებაში რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავავრძელებთ. თუმცა, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როცა შეგვიძლია, ამ სფეროში გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ.

თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტაბულას კითხვის პასუხად საეკლესიო რიტუალების აკრძავლის შესახებ. გახარიამ დღეს ასევე განაცხადა, რომ ხვალიდან, 18 მარტიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისში სამარშრუტო ტაქტსების მოძრაობა იკრძალება.

კომენტარები