კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ერთი ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, დაავადება პროგრესირებს

ყველაზე მძიმე პაციენტი ასაკოვანი ქალბატონია, რომელზეც მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის გამო, თან არსებული დაავადების გამო, ნევროლოგიური და მძიმე დაავადების და პარალელურ რეჟიმში გულ-სისხლძარღვთა სისტემა... დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება და შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგების და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ დინამიკაში, როგორი სიტუაცია იქნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებზე. ამ დროისთვის საქართველოში 73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები