კორონავირუსი სამეგრელოში

ზუგდიდის მაჟორიტარი: მთავარია, შევინარჩუნოთ შედეგი, არ მოვეშვათ, გული ფუჭად არ დავიარხეინოთ

ახლა მთავარია შევინარჩუნოთ არსებული შედეგი, არ მოვეშვათ, გული ფუჭად არ დავიარხეინოთ და უგულისყურობით არ გავაფუჭოთ ის, რასაც უზარმაზარი საერთო ძალისხმევითა და მობილიზებით მივაღწიეთ ამ მომენტამდე. სიმშვიდის საფუძველი სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს ! ვირუსი უფრო და უფრო პროგრესირებს და სულ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს მთელს მსოფლიოში. მიზეზთა გამო საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი, აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები.

წერს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში. სამეგრელოში კორონაცირუსთან პრევენციის მიზნით ზომები გამკაცრებულია.

კომენტარები