კორონავირუსი საქართველოში

ვოლსკი: კარანტინის გამოცხადება დამყარებული იქნება გაანალიზებული ვითარების საფუძველზე

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა დგება. ეს დამოკიდებულია იმ მონაცემებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია ქვეყანას და იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება. არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება. 

თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე.

უმრავლესობის ლიდერიგია ვოლსკი საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებაზე.

კომენტარები