კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი დავითი: გვეუბნებიან, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით - არ დაიჯეროთ

ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და შეიძლება ამით საფრთხეს ქმნით, არ დაიჯეროთ. ერთად დგახართ გვერდიგვერდ და ეს შეიძლება გადამდები იყოს და სხვისთვის ზიანის მომტანი, არ დაიჯეროთ. გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს, თუმცა არაფრისგან არ ვართ დაცული. გვეუბნებიან, რომ რაღაც წესები უნდა დავიცვათ, კი ვამბობთ, რომ წესის დაცვის მომხრენი ვართ. გვეუბნებიან, რომ თავი უნდა შევიზღუდოთ, რაღაცა ზომით შევიზღუდავთ თავს. გვეუბნებიან რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დადგეთ, ერთი წამით წარმოიდგინეთ, წირვა გარეთ რომ ჩაგვეტარებინა და ტაძარი დახურული და ცარიელი რომ ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის - ლიტანიობისას...არც შფოთვის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბი გვსურს. სათაკილო არ არის სახლში ყოფნა. წესების დაცვით მოვალთ და ვეზიარებით, ისე რომ სხვა არ შეწუხდეს. 

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე)

კომენტარები