ეკლესია და კორონავირუსი

მეუფე დავითი: გამორიცხულია, მსახურებაზე რამე ცუდი მოხდეს, თუმცა დაცული არაფრისგან ვართ

ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და შეიძლება, ამით საფრთხეს ქმნით - არ დაიჯეროთ. ერთად დგახართ გვერდიგვერდ და ეს შეიძლება, გადამდები იყოს და სხვისთვის ზიანის მომტანი - არ დაიჯეროთ. გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს, თუმცაღა არაფრისაგან არა ვართ დაცული...

[..] გვეუბნებიან, რომ რაღაცა წესი უნდა დავიცვათ?! აკი ვამბობთ, წესის დაცვისა მომხრენი ვართ. გვეუბნებიან, რომ რაღაცა თავი უნდა შევიზღუდოთ რაღაც ზომით?! შევიზღუდავთ თავს. გვეუბნებიან, რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დადგეთ?! აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენ წირვა გარეთ რომ ჩაგვეტარებინა და ტაძარი გამოკეტილი, დახურული და ცარიელი ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის - ლიტანიობისას, ტაძარი რომ არის ცარიელი...

[...] არც შფოთის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბისა მოსურნენი ვართ. ყველაფერს ზომიერებით. სათაკილო არ არის სახლში ყოფნა. მოვალთ და ვეზიარებით, ოღონდ სხვა ყველა წესს დავიცავთ ისე, რომ სხვა არ შეწუხდეს

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ამის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა

კომენტარები