ზურაბიშვილი ჯონსონს: საქართველო თქვენ გვერდით დგას ვირუსთან თქვენს პირად ბრძოლაში

ამ რთულ დროს, მინდა, შევუერთდე და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც Covid-19-თან საბრძოლველად სახლში რჩება. ბორის ჯონსონ, საქართველო თქვენ გვერდით დგას ვირუსთან თქვენს პირად ბრძოლაში, გისურვებთ სიძლიერესა და სწრაფად გამოჯანმრთელებას. გამხნევდით!

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს პოსტი Twitter-ზე დაწერა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯონსონი დამატებითი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაუნინგ სტრიტის სპიკერი ამბობს, რომ პრემიერმინისტრს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

კომენტარები