კორონავირუსი საქართველოში

დავითაშვილი: თუ კომპანიები პირობას დაარღვევენ და ფასს გაზრდიან, ფინანსური სანქციები იქნება

ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია გარკვეული უფლებები შევზღუდოთ კიდევაც, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამავე დროს ბიზნეს-ინტერესი არ დაზარალდეს. ამიტომ ვახორციელებთ მონიტორინგს, გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ბიზნესებთან. აქ არის ძალიან მარტივი პირობა, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, რომ ისინი [9 იმპორტირებულ პროდუქტზე] ფასს [10 მარტის მდგომარეობით] ინარჩუნებენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ კომპენსაციას და პირობის დარღვევის შემთხვევაში, არის მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები