კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება 1-2 თვეში, შეიძლება 1 წელიწადშიც, უნდა მივეჩვიოთ

განვითარების გარკვეული ისტორია ყველა ქვეყანამ გაიარა და თითქმის ბევრის მაჩვენებელი ემთხევევა, რომ შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა ხდება ხოლმე კრიზისული კვირები. ჩვენ ახლა მეშვიდე კვირის ბოლოს ვართ... შედარებით ნაკლები დაზიანებით შევედით ე.წ. კრიზისულ პერიოდში, მაგრამ რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია, არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ, თან გარკვეული შემსუბუქებები არის. ზოგადად, ეს თემა უკვე მთელ მსოფლიოში მკვიდრდება. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები