ევროპარლამენტარები საქართველოზე

მაკალისტერი: მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას

მინდა, რომ ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რაც ანა ფოტიგამ უკვე ახსენა. მე ასევე მივესალმე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას 15 მაისს, რაც არის მნიშვნელოვანი ასპექტი 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესასრულებლად. კერძოდ, მე მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიტპატიმრის, რომელიც 3-წელიწადნახევრის წინ თბილისში, ციხეში მე თვითონ ვნახე.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გათავისუფლდა, ერთი მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას და მინდა, რომ ვკითხო ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს, დგას თუ არა ეს საკითხი ჩვენთვის და რას ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე

ევროპარლამენტარმა, ევროპის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი განიხილა.

კომენტარები