კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: თუ ხალხი წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე დრამატულ გართულებებს არ ველოდებით

თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების წესებს, არ ველოდებით დრამატულ გართულებებს ზაფხულში და შემოდგომაზე. სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოების აზრი არის, რომ როდესაც დაიწყება მომავალი წლის რესპირატორული დაავადებების სეზონი, ეს ხდება საქართველოში ნოემბრის ბოლოდან, ანუ როცა ისევ აცივდება, ამ დროს, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს, გადაცემა უფრო ინტენსიური გახდეს და ავადობამ მოიმატოს. თუ ამ დროისთვის გვექნება ეფექტიანი სამკურნალო საშუალება,(ვაქცინა არა მგონია იყოს) ხომ კარგი, თუ არადა მოგვიწევს მაქსიმალურად დაცვა ყველა არსებული რეკომენდაციის, რაც დღესაც არის. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში".

კომენტარები