მე თავს შევიკავებდი აშშ-ის ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენლების ქმედებებზე კომენტარების გაკეთებისგან, რადგან ჩვენი კონგრესი ძალიან დამოუკიდებელია და მე ვამაყობ მათი დამოუკიდებლობით ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთ რამეში შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ნებისმიერი სახის კომენტარი, რომელიც შეერთებული შტატებისგან მოდის, მოდის იმ ადამიანებისა, თუ ჯგუფებისგან, რომლებიც დიდად ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე.
მათ სურთ, ნახონ, როგორ მიყვება საქართველო თავის ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ გვსურს ვნახოთ, როგორ იხდენს საქართველო იმ ოცნებებს, რომელიც თავად აირჩიეს, რომ ჰყავდეთ უფრო თავისუფალი, ძლიერ დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც ასევე არის შეძლებულიც და თავის ხალხს სთავაზობს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რასაც ისინი იმსახურებენ. ამიტომაც, მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსადმი ნებისმიერი სახის რჩევა სწორედ ამ სულისკვეთებით განიხილება, რომ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს წარმატებას