ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე შეზღუდვებზე: გვეშინია, რომ აქამდე მოყვანილი სიტუაცია არაკონტროლირებადი არ გახდეს

მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა. იქ ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოში მთლიანად არის გამოვლენილი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ

რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ.

თქვა NCDC-ის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

კომენტარები