ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დიდხანს დაგვჭირდება რეკომენდაციების დაცვა, ზოგჯერ მკაცრი შეზღუდვების გამეორება

ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხროვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევებში მკაცრი შეზღუდვების გამეორება, რადგან, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა. ზაფხულისკენ, შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა.

ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღუდვები, მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის, ფრენების ჩაკეტვა... ეს ქვეყანას დასჭირდება, ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს.

ციფრები გაჩვენებთ, რომ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს იყო ძირითადად იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირების საშუალებით, რაც ქვეყანამ განახორციელა. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგგამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები