საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ანტონი მედიას: ამ დამძიმებულ ხალხს კიდევ უნდა დაუმძიმოთ ცხოვრება? პოზიტივი წამოწიეთ

ესენი [ქართული მედია] რას აკეთებენ, მთელი ცხოვრება ჩამოსტირის ხალხს. სულ ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი.

ჩართავ ტელევიზიას - კიდევ მოხდა მკვლელობა... აშუქებს ყველა. ჩვენს საზოგადოებას რომ შეხედავ, ცხვირ-პირი ჩამოდის... დამანახეთ ღიმილიანი სახეები. 

თქვენ რატომ უმძაფრებთ და რატომ უმატებთ, იმან ის მოკლა, იმან ის ქნა, აგერ ეკლესიას იგი... ამ ხალხს, ამ დამძიმებულ ხალხს კიდევ უნდა დაუმძიმოთ ცხოვრება? მოდი, გააკეთეთ რეზიუმე, დღის ბოლოს რამდენი პლუსიანი და რამდენი მინუსიანი გადაცემა იყო. 

ამ ქვეყანაში კარგი არ ხდება? ვიღაცა მეცნიერს დაბადების დღე აქვს, ვიღაცა ხელოვანს, რაღაცა მიულოცეთ, რაღაცა პოზიტივი წამოწიეთ, დაიღალა ეს ხალხი.

დადებითი არაფერი არ ხდება ეკლესიაში? ერთი დამანახეთ, აი, გუშინ მღვდელმთავარს შეუსრულდა 60 წელი, თქვე დალოცილებო, ერთი ლამაზი სიტყვა რომელიმე ტელევიზიას გეთქვათ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი TV პირველის ეთერში.

კომენტარები