კორონავირუსი საქართველოში

ყაველაშვილი: დესტრუქციულმა ოპოზიციამ ვერა და ვერ გამოხატა მადლიერების გრძნობა

მინდა, მადლიერება გამოვხატო და მადლობა გითხრათ მთლიანად სამთავრობო გუნდს, უწყებათაშორის საბჭოს, ჩვენს მედპერსონალს. არ შეიძლება არ აღვნიშნო, იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც გაუმკლავდნენ პანდემიას, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საქართველო. ეს აუცილებლად აღსანიშნავია და ვერ ავუვლი გვერდს, განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა, რომლებმაც ვერა და ვერ გამოხატეს მადლიერების გრძნობა. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე, ვინც გაბედა და განაცხადა და მადლობა გადაუხადა მთავრობას. არც ერთი, სხვათა შორის, ჩვენგან წასული დეპუტატებისგანაც არ გამიგია მთავრობის მიმართ მადლობის გადახდა. სამწუხაროა ეს.  

ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში და ის შეფასებები. საერთაშირისო პარტნიორებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დესტრუქციული ძალისგან, ოპოზიციისგან, დეზინფორმაცია მიეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო, ფართო მისიები ჩამოვიდნენ ქვეყანაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვეპარება ეჭვი არჩევნებში გამარჯვებაში, თუმცა ადგილზე უნდა მოხდეს ამ არჩევნების უმაღლესი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები