გადასახადები

რატიანი: შუა საუკუნეებში აბრუნებთ ქვეყანას, როცა მიწათმფლობელთა განსაკუთრებულ ფენას აჩენთ

შერჩევითი სამართალი იყო სხვადასხვა ეკლესიის და სხვადასხვა ადამიანის მიმართ. როდესაც ჩვენზე ამბობთ, რომ ამას [გადასახადების დაწევას] პოპულიზმისთვის და არჩევნებისთვის ვიყენებთ, ჩვენ ვიყენებთ პოპულიზმისთვის?

თქვენ ჩაიდინეთ სახელმწიფოს წინაშე გაუგონარი დანაშაული, როცა 20 ჰექტარს გადასცემთ ეკლესიას და შუა საუკუნეებში აბრუნებთ სახელმწიფოს, როდესაც მიწათმფლობელთა განსაკუთრებულ ფენას აჩენთ.

ისეთ ფენას აჩენთ, რომელიც შუა საკუნეებშიც არ ყოფილა საქართველოში, იმიტომ, რომ ის თავადი დამოუკიდებელი იყო. აი, რუსეთში რომ იყო, როდესაც ჩინთან ერთად, გარკვეული პირობებით აძლევდნენ მიწას, ასეთ შუა საკუნეებს აბრუნებთ და დაფიქრდით, თუ რა დანაშაულს ჩადიხართ საქართველოს წინაშე

ამ პირობებში, ამის მაგივრად, ასეთი პოლიტიკური კორუფციის ნაცვლად, მართლაც გააკეთეთ ის, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება და ბიზნესს შეუმსუბუქოთ ცხოვრება

ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გადასახადების დაწევა კიდევ ერთხელ მოითხოვა. მისი თქმით, ბიზნესისთვის, ასევე დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადასახადების დაწევა დიდი შვება იქნება.

კომენტარები