მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: ფიზიკურად არ მაქვს დრო საქართველოს ამბებს მივხედო

ნამდვილად, ახლა ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ საქართველოს ამბებს მივხედო. საქართველოს პოლიტიკა მეტადაც რთულია, ვიდრე უკრაინის, დიდი დრო სჭირდება. სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო შეიცვალა, მარტივი მიზეზის გამო - როცა მე პრეზიდენტი ვიყავი საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. 8 წელზე ცოტა მეტი მქონდა აღმასრულებელი ძალაუფლება, საქართველოს ახლანდელ მთავრობასაც 8 წელი უსრულდება, ამ პერიოდში კი ეკონომიკა კი არ გაიზარდა, პირიქით მალე კლება იქნება 6-7%-ით, კარგი სიტუაცია ნამდვილად არაა. ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შესახებ, არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემი მხრიდან რამენაირი მიწოლა სჭირდება.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Atlantic Council-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე აპირებს თუ არა იაქტიუროს, თუ მხოლოდ ურაინაზეა კონცენტრირებული, სააკაშვილი ასე პასუხობს.

კომენტარები