გაბუნია: მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს - ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს. აქამდე ვიცოდით, რომ ეს სამივე ჯგუფი მაღალი რისკისაა, ამდენად, ამგვარი მატება არ უკავშირდება ჯერჯერობით ზომების შერბილებას და ისევ და ისევ დაკავშირებულია მაღალი რისკის ჯგუფებთან. ვფიქრობ, სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, რადგან ამ ჯგუფებში მოსალოდნელია შემთხვევების მეტი რაოდენობა ვიდრე ზოგად პოპულაციებში

ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები