საქართველოს მთავრობა

გახარია: არ აქვს მნიშვნელობა, პრემიერი ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული, მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ, იმიტომ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დამისვეს ეს კითხვა.

საბოლოო ჯამში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის - სად ვიქნები. რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ.

ახლა რაც შეეხება პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები