საქართველოს მთავრობა

გახარია: წულუკიანის კარიერულ ზრდაში დარწმუნებული ვარ, ყველანაირი რესურსი აქვს

თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც.

მას აქვს უდიდესი გამოცდილება, ურთულესი სამინისტროს მართვის და ის ეფექტურად მართავდა და მართავს იუსტიციის სამინისტროს, არ დაგავიწყდეთ, რომ იუსტიციის სამინისტროს, სულ ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ პენიტენციალური სისტემაც მიუერთდა და ქალბატონი თეა ამ სისტემასაც ართმევს თავს ძალიან კარგად და ეფექტურად, ამიტომ მის კარიერულ ზრდაში შემდგომში, მე ვარ დარწმუნებული

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები