კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცით, ვინ არის ავად, ამიტომ ყველამ უნდა ვატაროთ ნიღბები

ახლა ბევრი იტყვის და კი ბატონო, მეც ვამბობდი თავიდან, რომ ავადმყოფს უნდა ეკეთოს [პირბადე და არა ჯანმრთელს], მაგრამ ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიღაც სხვა გავხადოთ ავად.

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე FB Live-ში. აღსანიშნავია, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ვისაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადე არ ეკეთება, 50 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, ვინც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, მას 500 ლარით დააჯარიმებენ.

კომენტარები