Fake News

ბესელია ოცნებას: ყალბ ამბებზე რომ ლაპარაკობთ, შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ?

რა საოცარია, ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან.

დავით მათიკაშვილს თუ უნდა, ვუთხრათ, როგორ დაიცვას თავი, აი, იმედზე გადართეთ და იქ მოძებნეთ გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, წინასწარმეტყველი, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა... და მეორე დღეს, სოფო კილაძე გამოდიოდა და ამას მეორე ხმაში იმეორებდა. 

ახლა საარჩევნო შტაბში დასაქმებული გია აბაშიძე, მე ჩემი თვალით რომ მყავს ნანახი ქართული ოცნების შტაბში, ახლა იმედის წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს, იქ მოიკითხეთ და მერე ერთმანეთთან მოიკითხეთ ეგ ამბები.

საერთოდ, რაღაცას რომ ამბობთ, შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ თუ არა საერთოდ.

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის 25 ივნისის სხდომაზე. Fake News-თან ბრძოლას ქართული ოცნებიდან თბილისის მერი კახა კალაძეც აპირებს. იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა, ფეიკ ნიუსს საკუთარი Like-გვერდიდან დაუპირისპირდება.

კომენტარები