8 მარტის შეთანხმება

ბოკერია გერმანიის ელჩზე: თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს

თანავუგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, არ ვიცი.

თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ, აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან.

თანავუგრძნობ მას ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

კომენტარები