კორონავირუსი საქართველოში

გახარია პანდემიის მართვაზე: ამის შესაძლებლობას გვაძლევს საზღვრების ეფექტური კონტროლი

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება, მილიონჯერ გავიმეორებ –თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც გვაქვს – რეგიონისგან განსხვავებით, ჩვენთან ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა ერთნიშნა ციფრითაა განსაზღვრული და ზოგიერთ ქვეყანაში ასობითაა ყოველდღიურად.

ეს უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრების ეფექტური კონტროლი და საკარანტინე მექანიზმების ეფექტური კონტროლი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რეგულარული ფრენების ერთი თვით გადავადებაზე, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის. პრემიერის თქმით, "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები".

კომენტარები