ბასილ კობახიძე

კობახიძე: ილია მეორეს გალაკტიონი არ აქვს წაკითხული, აბსოლუტურად გაუნათლებელია

ილია მეორეს გალაკტიონი არ აქვს წაკითხული. აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანია. გალაკტიონმა თეოლოგიაც პატრიარქზე გაცილებით უკეთესად იცოდა, რადგან რევოლუციამდელ სემინარიაში სწავლობდა. პატრიარქი კი საბჭოთა რუსული სემინარიის დონისთვისაც სრულიად უწიგნურია. თეოლოგია კი არა, არც საქართველოს ისტორია და ლიტერატურა იცის. რუსეთში განათლებამიღებული მეუფეებიდან ილია მეორესავით უწიგნურები არიან მისი ძმისშვილი დიმიტრი შიოლაშვილი, გიორგი შალამბერიძე, სერგი ჩეკურიშვილი, შიო მუჯირი.

სინოდში სრული სიბნელეა. მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ ათენის უნივერსიტეტი კი დაამთავრა, მაგრამ რად გინდა, რას აკეთებდა იქ სწავლის მაგივრად, გაუგებარია. გალაკტიონს კი მისი ძმა აბესალომი წერდა: ''ამ რამდენიმე ხნის წინად წერილი გამოგიგზავნე. პასუხი? მეტი არ შეგჭამოს ჭირმა, გალაქტიონიდან პასუხს ვერ ეღირსოს კაცი. მადლობა ღმერთს, შენ რომ მღვდელი არა ხარ, თორემ შენი მტერისას – ვიცი, ამოწყვეტდი ხალხს უზიარებლად – როგორც ამბობენ ხოლმე".

წერს ყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე. ის საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ნათქვამს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ გალაკტიონს სულიერი გადახრები ჰქონდა, რადგან ამბობდა, რომ ბავშვობიდან თავის მოკვლა სურდა.

კომენტარები