არჩევნები 2020

კახიძე: პრინციპულობამ და თანმიმდევრულობამ დადო ეს შედეგი და არა უნებისყოფობამ

მესმის საერთაშორისო მედიატორების სურვილი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი იყოს და ნორმალიზაცია გაფორმდეს. ჩვენც ეს გვინდა, მაგრამ ივანიშვილმა გატეხა ხომ სიტყვა?

ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა (გვარს არ დავასახელებ) აყოლილია მოსაზრებას, რომ თითქოს რურუას ჩატოვების მიუხედავად, თვალი უნდა დაგვეხუჭა და ხმა მიგვეცა საარჩევნო სისტემისთვის. გვამუნათებენ ევროპულ საქართველოს.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რითი შეიძლება იყოს ოპოზიციონერი დღეს უკმაყოფილო?

ჩვენი მუშაობის და გარე წნეხის შედეგად:

- ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი გვარამია, მელიას საქმეები გადავადებინეთ?

- თამლიანი, გიგი და ოქრუაშვილი გამოვაშვებინეთ?

- სისტემა მივაღებინეთ თავიანთი ხმებით? თან ვირეშმაკობის გზაც მოვუჭერით პირველ მოსმენაზე?

აბა, მაშინ რა პრობლემაა და რაღატომ წუწუნებთ და გვამუნათებთ?

სერიოზულად ფიქრობთ, რომ რურუას ციხეში ჩატოვების ფონზე ბიძინასთვის კონსენსუსი უნდა გაგვეფორმებინა და გვეთქვა, რომ ნორმალიზაცია მიღწეულია, როცა არ ასრულებს ბოლომდე 8 მარტის შეთანხმებას?

ეგრე რომ გვემართა, ბატონებო, მოლაპარაკებები და მთელი ეს პროცესი, ახლა ბიძინას ექნებოდა განცდა, რომ ცუდად მოქცევა მისაღებია და რურუას გვერდით სხვებიც ისხდებოდნენ.

არც 120/30 სისტემა გვექნებოდა და არც თქვენი წუწუნი გვიშველიდა.

პრინციპულობამ და თანმიმდევრულობამ დადო ეს შედეგი და არა უნებისყოფობამ და სულსწრაფობამ.

მომავალშიც დაგვჭირდება ეს გამოცდილება და არც მაშინ იქნება უპრინციპობა სწორი მეგზური. გავითვალისწინოთ ყველამ.

სიტყვებს და საქციელს უნდა ჰქონდეს ფასი, ისე არაფერს აზრი არ ექნება

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაზე.

კომენტარები